გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა-ადამიანი და ბუნება

მთავარი  თემა
ადამიანი და ბუნება
მასწავლებლის სახელი და გვარი
ნანი ბელიძე
კლასი
მე-6
მოსწავლეთა რაოდენობა
21
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
ადამიანისა და ბუნების მჭიდრო ურთერთ კავშირის გამოვლენა. ამ კუთხით მათი თვითშეგნების ამაღლება.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნები და შედეგები
მოსწავლეებს შეუძლიათ გარემოს დაცვითი ღონისძიებების მნიშვნელობის აღწერა.
წინარი ცოდნა
) აკვირდებიან ბუნებაში უხეში ჩარევით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს. აფასებენ ბუნებრივი რესურსების მნიშვნელობას ადამიანის ცხოვრებაში;
) აღიქვამენ პრობლემებს ადეკვატურად;
) აქვთ სოციალური უნარ-ჩვევები;
) შეუძლიათ ორ საგანს შორის ურთიერთკავშირის გარკვევა;
შეფასების საგანი და პროცედურები
განმავითარებელი რუბლიკის გამოყენებით
სასწავლო მასალები და ტექნიკური რესურსები
მე-6 კლასის ბუნების სახელმძღვანელო- ავტ?
პროცესორი, კომპიუტერი, თაბახის ფურცლები, ფორმები ინსცენირებისათვის.
გაკვეთილის მსვლელობა
ფაზა-/გამოწვევა
აქტივობა1. 5 წთ.
მასწავლებელი ამოწმებს წინასწარ მიცემულ დავალებას: ნახატი თემაზე ,,ადამიანი და ბუნება’’, საკუთარი კომენტარით.  აფასებს მას კომენტარებით და იწყებს გამოწვევას კითხვით: რამდენად შეგეხოთ სურამულას ადიდება? რასაც მოყვება მათი აქტიური ჩართულობა თემასთან დაკავშირებით.
B ფაზა/შინაარსის რეალიზება
აქტივობა2. 10  წთ
მასწავლებელი კითხულობს ტექსტს..
მოსწავლეები ტექსტში პოულობენ იმ ადგილს სადაც ჩანს ადამიანის გავლენა ბუნენაზე და პირიქით.
აქტივობა3 .  5წთ
მოსწავლეები იხსენებენ განვლილი მასალიდან იმ საკითხებს, რომელიც გაკვეთილის თემას პასუხობს.
აქტივობა4. 10 წთ
მოსწავლეები აცოცხლებენ მშობლიურ ენაში შესწავლილი, ვაჟა ფშაველას პერსონაჟებს. ინსცენირება მთავრდება სიტყვებით: ,, რამ შემქმნა  ადამიანად!
აქტივობა. 10 წთ.
მასწავლებელი კლასს ყოფს ორ ნაწილად, მიუთითებს წინასწარ შერჩეულ მისამართს და აძლევს დავალებას:
I ჯგუფმა უნდა მოიძიოს მასალები, სადაც ასახულია ადამიანის უხეში ჩარევით გამოწვეული უარყოფითი შედეგები ან მოსალოდნელი შედეგები და დაურთონ თემის შესაბამისი სურათები.
II ჯგუფმა-თუ როგორ უნდა დავიცვათ ბუნება და როგორ დავზოგოთ ბუნებრივი რესურსები.
ამის შემდეგ ისინი აკეთებენ თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაციასპროექტორის გამოყენებით.
ფაზა/შეჯამება
აქტივობა1.3 წთ.
 ,,ვიცოდი,გავიგე, მინდა ვიცოდე’’-სტრატეგიის გამოყენება.
აქტივობა2. 2 წთ.
მასწავლებელი აძლევს წინასწარ შერჩეულ დავალებას :მოიძიონ ინტერნეტში ის ცხოველები და მცენარეები, რომლებიც ადამიანის უხეში ჩარევით გადაშენდა.


Комментариев нет:

Отправить комментарий